მონაცემთა ბაზის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE- ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.

საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდი (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი), კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.

თუ გსურთ წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

ვაკანტური პოზიცია მოიცავს ორ კვირიან სწავლების პერიოდს.


სამუშაოს აღწერა:

  • HR.ge-ს ბაზაში მუშაობა
  • საიტზე განთავსებული ტექსტის ხარისხის კონტროლი
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება
  • ვებ-გვერდის კატეგორიების განახლება
  • რეპორტინგი მენეჯერთან და სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული ფუნქიების შესრულება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Excel (Windows, MS Word, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: ქართული(მშობლიური), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი)


პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • სირთულეების დაძლევის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV