მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი იზი გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 850 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის (Customer Support Manager) პოზიციაზე.

მდებარეობა : თბილისი, ც. დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"); სამუშაო საათები : 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი; ანაზღაურება : პირველი თვე 850 ლარი, მეორე თვიდან 1000 ლარი;

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა თქვენს სამომავლო გეგმებშია?
"იზი ვეის" გუნდში ზუსტად თქვენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო თქვენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდით ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერს ვეძებთ.

გაეცანით ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურეთ თუ:
  • გუნდური მუშაობა გიყვართ და ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხართ; ხართ პასუხისმგებლიანი და არ უშინდებით გამოწვევებს; შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა;

გაინტერესებთ რას გთავაზობთ?
  • პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებთ კომპანიაში ადაპტაციის პროცესს; კარიერული განვითარების შესაძლებლობებს; გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;

თქვენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
  • საკურიერო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
  • საკურიერიო პროცესების მართვა;
  • ამანათების აღება / ჩაბარების კონტროლი.

თქვენგან კი დაგვჭირდება:
  • უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის
ფორმა:https://easyway.bo.ge/recruit/form/fcafe9527306e6dd1d9e3f8ea9ddf73d  , დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 23 80 03.