კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი HR Center
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
“HR Center” - ის პარტნიორი კომპანია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
  • კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლა და საჭირო სერვისისა შეთავაზება;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი კონტროლი.
  • პრეზენტაციების ჩატარება, მიმხმარებელთა პირტფელის მუდმივი განახლება და გაზრდა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულების 2-3 წლიანი გამოცდილება.
  • სავალდებულოა და აუცილებელია, ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო მიმართულებებით.
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).

სასურველი უნარები და თვისებები:
  • ეფექტური მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზის და გადაჭრის უნარი;
  • გუნდის მართვის გამოცდილება/უნარი

სამუშაო პირობები & ძირითადი ბენეფიტები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით)
  • გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო
  • მეგობრული & ლოიალური გუნდი

სამუშაო ადგილი - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 145; HOB ბიზნეს ცენტრი 

გთხოვთ ელ.ფოსტაზე: vacancies@hrcenter.ge გამოაგზავნოთ სათაურის ველში კი, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.