ღია კონკურსი - ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია

განათლება: მაგისტრი
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება

სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია


მეცნიერ– თანამშრომელი – 1  (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;

მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:


კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო,  საგრანტო პროექტებში)   ) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის რეკომენდაცია წერილობით. 


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. დოკუმენტაციის განხილვა და გასაუბრება

-არასრული და არასწორი ინფორმაციის   მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა   არ განიხილება;

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge


2024    წლის  13 დეკემბრის  10  საათიდან  16  დეკემბრის  18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

– კონკურსი გაიმართება   2024 წლის  17    და   18   დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი

ხათუნა ლომიძე

ტელეფონი +995 599959913

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა