თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვან) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
მენეჯმენტი:
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსის ჩატარების ვადა:
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 0322 36 91 60
კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
მენეჯმენტი:
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია:
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია:
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
- ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
- კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
- სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა, შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება, რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
- სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
- საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უცხო ენის ცოდნის დონე;
- კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
- სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
- შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
- ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
- სხვა ინფორმაცია.
კონკურსის ჩატარების ვადა:
- კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 21 ოქტომბრიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 21 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2024 წლის 2 დეკემბერს;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2024 წლის 4 დეკემბერს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 6 დეკემბერს.
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 0322 36 91 60
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი
CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:vacancy@freeacademy.edu.ge