საყოფაცხოვრებო ტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია "გლობალ დისტრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
გლობალ დისტრიბუშენი საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღემდე წარმატებით ახორციელებს ისეთი მსოფლიო წამყვანი ბრენდების დისტრიბუციას, როგორიცაა LG, Samsung, Philips, Sharp, Galanz, Braun, Kenwood, Delongh, Haier, Atem, Chigo, Rowenta, molinex, Tefal, Krups.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის მომზადება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
- სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბრენდების სპეციფიკის და მომხმარებლის ქცევის კარგად შესწავლა, აუდიტორიის განსაზღვრა და გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების სტრატეგიაზე მუშაობა;
- სტამბებთან საქმის წარმოება და მენეჯმენტი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტი;
- სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება, შესრულება და რეპორტი;
- ონლაინ გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მარკეტინგული პოლიტიკის ჩამოყალიბება;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კამპანიების დაგეგმვა;
- ხელმძღვანელთან რეპორტი.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მართვის მიმართულებით
- გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით მინ. 3 წელი
- ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- სტაბილურ და მიმზიდველ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
- უფასო კვებას
ლოკაცია: თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
შაბათი 10:00-17:00 (თვეში ერთი შაბათი დასვენება) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე k.khutsishvili@globaldist.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.