მარკეტინგის მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 
ეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: ქ.თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა, ბიუჯეტირებისათვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება;
  • კომპანიის მარკეტინგული პროექტების განხორციელება მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით;
  • მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობა, მარკეტინგთან დაკავშრებული სხვადასხვა ტიპის მასალების დამზადების პროცესში ჩართულობა, სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული აქტივობების მოძიება და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!