მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დეველოპელური კომპანია ურბანიკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
საინვესტიციო კომპანია "ურბანიკი", რომელიც აერთიანებს „ინოფისის“ ბიზნეს ცენტრებს, დეველოპერულ მიმართულებას და სხვადასხვა პროექტებს უძრავი ქონების სფეროში  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების ეფექტური ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიების წარმოება;
  • სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შემუშავება და განთავსება;
  • სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციების მომზადება;
  • პროექტების შესრულების მონიტორინგი და მართვა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

უნარები:
  • დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა

სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე. 

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
CV - ს განხილვა. 
გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inoffice@tiflis.ge 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბრამდე