"პრემიუმ დეველოპმენტ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
მოვალეობები:
- ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
- საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
- მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;
- მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office)
- Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ველით თქვენს რეზიუმეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: premiumdevelopment1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 88 22 99 დათო +995 558 40 86 86 ტატო