საქმეთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ფიტ-აუთ გრუპი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
ჯორჯიან ფიტ-აუთ გრუპი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მწარმოებელი

თანამდებობრივი ინსტრუქცია N ვ-1
თანამდებობა:  საქმეთა მწარმოებელი 
სამუშაოს მიზანი:  ობიექტის მშენებლობის პროცესის ხელმძღვანელობა, სამშენებლო ობიექტის დროულად და ხარისხიანად ჩაბარების უზრუნველყოფა.

მოვალეობა-ვალდებულებანი:
  • ყოველდღიურად, მომდევნო  დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე  მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • ყოველი თვის ბოლოს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასების მიწოდება საბუღალტრო დეპარტამენტისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება
  • პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური  (,,დეილი რეპორტი“) რეპორტინგის წარმოება
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
 
პასუხისმგებელია:
  • მშენებლობის შესაბამისობაზე წინასწარ  დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან;
  • სამშენებლო ობიექტის კონსტრუქციის ხარისხზე და სამშენებლო ნორმატივებთან შესაბამისობაზე;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე (ობიექტზე დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოებაზე);
  • სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის  დაკარგვა-დაზიანებაზე;
  • სამშენებლო მასალების გადახარჯვაზე;
  • მშენებლობის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვაზე (ჩამორჩენაზე);
  • წინამდებარე მოვალეობა-ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე;
  • კომპანიის შინაგანაწესის, დებულებების, მარეგულირებელი დოკუმენტების და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
  • არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაზე მესამე პირებზე;

უფლებები:
  • მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის  დაცვა;
  • ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალიზატორული წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
  • პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს ადამიანური რესურსების მენეჯერს.

ექვემდებარება:
  • მიმართულების ხელმძღვანელს;

ანგარიშვალდებულია:
  • მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე;
  • კომპანიის დირექტპრის წინაშე;

დაქვემდებარებაში ჰყავს: 
  • სამუშაო ჯგუფის წევრები;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალი;

შემცვლელი:
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეცვალოს  თანაშემწემ.

სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები:  09.00 საათიდან 18.00 საათამდე. კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან  გამომდინარე ეს დრო შესაძლებელია შეცვლილ იქნას;
შესვენება: 13.00-დან 14:00-მდე ან 14.00 საათიდან 15.00 საათამდე.

ეკონომიკური პირობები:
ხელფასი: თვეში ერთხელ, ყოველი თვის 10 რიცხვში, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით;
შვებულება: 24 სამუშაო დღე;
უქმე დღეები: კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წარმოდგენს დასვენების დღეებს. ამასთან, კომპანიაში მოქმედებს კვირის მანძილზე  48 საათიანი სამუშაო რეჟიმი. 

პერსპექტივა:
ამ ეტაპზე არ ექვემდებარება დაწინაურებას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: office@scalacontract.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555282230