მოლარე/ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი Cinnabon Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა, მოლარე
სინაბონი არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა  და კრემ-ყველის კომბინაციით.
ერთერთი გავლენიანი პროფესიონალური გამოცემის თანახმად “Cinnanbon”-მა ადგილი დაიმკვიდრა სიაში : “50 მთავარი ცხოვრებისეული სიამოვნება”.
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სინაბონი აცხადებს ვაკანსიას მოლარე/ბარისტას პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • მენიუში განთავსებული ყველა პროდუქტის დეტალური ცოდნა;
  • შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
  • სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  • სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნა:
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის დონე;
  • დატვურთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა;

გრაფიკი:10:00-16:00 ან 16:00-22:00, კვირაში ორი დღე დასვენება
ასევე შესაძლებელია სტუდენტებისთვის გრაფიკის მორგება
ანაზღაურება: 800-1000  ლარი + ბონუსი

გახდი ჩვენი გუნდის წევრი გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: cinnabongeorgia@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება “მოლარე/ბარისტა“.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!