“მაკშაურმა” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს და წარმოებას, რომელიც ობიექტებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტით ამარაგებს.
“მაკშაურმა” აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე, ან გაყიდვების სფეროში, სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ტექნიკური ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებლების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება , პროგრამული რეგისტრაცია, ნაღდი/ უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და მომხმარებელსთვის რიგის ნომრის გადაცემა;
- შეკვეთის მომზადების პროცესის მონიტორინგი;
- შეკვეთის დასრულების შემდეგ, მომხმარებლისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და მომხმარებლებისთვის, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
- სამუშაო დრო და გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას. ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას კორპორატიული ტაქსით.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@macshaurma.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995598247777