ნახევარფაბრიკატების ცომის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.


კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას  ნახევარფაბრიკატის ცომის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის #151


ძირითადი მოვალეობები:

  • ცომის მომზადების სრული პროცესის წარმართვა, კომპანიის მიერ შემუშავებული ყველა სტანდარტის დაცვით;
  • მზა ცომის დროული მიწოდება მზარეულისთვის; 
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.


ძირთადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე.


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge   .

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!