მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Green Tower hotel
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
GREEN TOWER HOTEL აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
მის: პეტრე სარაჯიშვილის 1
ანაზღაურება:თვეში 15 სამუშაო დღე ფიქსირებული 1000 ლარი .
დამატებითი სადილის და ვახშმის ანაზღაურება არის 70 ლარი.
სამუშაო საათები :დილის 7 დან შუადღის 1 საათამდე. ( დილის საუზმის )

ზოგადი მიმოხილვა:
  • მზარეულს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს ყველანაირი საკვები პროდუქტის წარმობის პროცესს. 
  • მენიუები და ცვლილებები განიხილოს გენერალურ მენეჯერთან ერთად. შეფმზარეული პასუხს აგებს სამზარეულოს განყოფილების პროდუქტების ხარისხზე და მომსახურებაზე.
  • აკონტროლებს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და ზრუნავს გუნდის განვითარებაზე.

საერთო მოვალეობების მოკლე აღწერა :
  • მართვს, ამზადებს და ზედამხედველობას უწევს კერძების წარმოების ყველა პროცესსა და ხარისხს (მათ შორის სასადილო, ოთახების მომსახურეობის,
  • თანამშრომლების კვების და ა. შ.)
  • უზრუნველყოფს საკვების უსაფრთხოებას და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას
  • აკონტროლებს ყველანაირ პროდუქტს თანამშრომლებთან ერთად.
  • ამოწმებს მიღებული პროდუქტის ხარისხს და რაოდენობას.
  • აკონტროლებს ხარჯებს სამზარეულოში,
  • უზრუნველყოფს ყველა საჭირო დუკუმენტაციის შევსებას.
  • აკონტროლებს რომ საჭმელი დროულად იყოს გაგზავნილი დანიშნულ ადგილას.
  • აკონტროლებს სამზარეულოს სისუფთავეს.
  • ატყობინებს გენერალურ მენეჯერს ნებისმიერი პრობლემისა და საჩივრის შესახებ.

მზარეულს მოეთხოვება:
  • მოამზადოს მენიუები და რეცეპტურები.
  • მოამზადოს კერძების კალკულაციები რეცეპტურების მიხედვით.
  • უზრუნველყოს რეცეპტურების დაცვა.
  • განსაზღვროს და გამოიწეროს საჭირო რაოდენობის პროდუქტი.
  • აკონტროლოს მიღებული პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა.
  • გადაანაწილოს სამუშაო თანამშრომლებს შორის და უხელმძღვანელოს მათ მიერ მოვალეობების შესრულებას.
  • უზრუნველყოს საკვების დროულად გაგზავნა დანიშნულების ადგილას.
  • დაესწროს სამზარეულოს განყოფილების ყველა შეხვედრას.
  • გააკონტროლოს ტემპერატურების დაცვა სამზარეულოში.
  • მიჰყვეს და გააკონტროლოს საკვების უსაფრთხოების სტანდარტები.
  • მოხდინოს საკვების როტაცია, პირველად გასცეს პირველად შემოტანილი.
  • მუშაობის შემდეგ გამორთოს ყველა დანადგარი, დატოვოს სუფთად სამუშაო არეალი და ყველა კარადა.
  • ხელი მოაწეროს იარაღების, ფორმების და სხვა ინვენტარის მიღებაზე და იყოს პასუხისმგებელი კომპანიის წინაშე რაიმე ზარალის ან დანაკარგის შემთხვევაში.
  • აწარმოოს პროდუქტის აღწერა და ინვენტარიზაცია.
  • აწარმოოს ხარჯების აღრიცხვა.
  • მიჰყვეს ყველა წესს მითითებისამებრ
  • დარწმუნდეს რომ წარმოების ანგარიში ყოველდღიურად მზადდება.
  • იხელმძღვანელოს პრინციპით “დაასუფთავეთ შემჩნევისთანავე” და იმუშაოს სუფთა გარემოში.
  • ყოველდღიურად შეავსოს საჭირო დოკუმენტაციები.
  • უზრუნველყოს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა.
  • შექმნას სამზარეულოში მშვიდი სამუშაო გარემო.
  • არ მოახდინოს გაწერილი მენიუს ცვლილება მენეჯერთან შეთანხმების გარეშე.
  • არ მიიღოს ჯგუფების მენიუების თვითნებური ცვლილება.
  • მომუშავე ყველა პერსონალი ვალდებულია იაროს სტაფისთვის განკუთვნილი შემოსასვლელიდან .
  • ვალდებულია სტაფის ყველა წევრი გასვლისას შეამოწმებინოს დაცვას გასატანი ნივთი ან მისი კუთვნილი ხელბარგი ან შეინახოს შემოსვლისას არსებულ კარადაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,
გამოგვიგზავნთ თქვენი რეზიუმე info@gth.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 51 14 17
დასახელება: სასტუმროს მიმტანის ვაკანსია
გპირდებით ოჯახურ გარემოს