ბიზნეს კონსულტაციის ცენტრი აცხადებს კურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: ბიზნეს კონსულტაციის ცენტრი (BCC) არის საერთაშორისო ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელიც მრავალია წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სხვადასხვა მიმართულებით უწევს კომპანიებს კორპორატიულ მომსახურებას. კომპანიაში 2016 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ტრენინგსა და სერთიფიცირებას.
ინფორმაცია კურსის შესახებ: 2024 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია და ორგანიზაციებს დიდ ნაწილს დაეკისრათ ვალდებულება ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ჩვენი ჯგუფი გთავაზობთ უპრეცედენტო სასერტიფიკატო კურსს, რომლის მიზანია მოამზადოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები. ჩვენი კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემაზე, არამედ პრაქტიკული უნარ ჩვევების შეძენაზე. კურსის ფარგლებში მსმენელები ადგილზე ისწავლიან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და სერთიფიცირებულ პირს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.
კურსის დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი;
კურსის დასრულების თარიღი: 20 დეკემბერი.
კურსის ფორმატი: ჰიბრიდული, მსმენელებს შეუძლიათ დასწრება როგორც ფიზიკურად ისე ონლაინ.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ბელიაშვილის N106, მიონის ბიზნეს ცენტრი.
კურსს გაუძღვება პრაქტიკოსი იურისტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი თათია დოლიძე.
მათთვის ვინც დარეგისტრირდებიან 15 ნოემბრამდე, კურსის დასასრულს საჩუქრად გადაეცემათ:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ძირითადი დოკუმენტების ნიმუშები;
6 თვის მანძილზე ჩვენი კომპანიის ექსპერტები გაუწევენ უსასყიდლო კონსულტაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555630066
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdOGqQPzLyrfXQNzepqGFcg2dufrQuyK280fXSljOVI-WYxVg/viewform?usp=sf_link