1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

თბილისი OneSoft Training Centre
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები

1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ ონლაინ კურსზე.

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია 


ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბუღალტერია
  • HR
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

 

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

 

მიზნობრივი ჯგუფი: 

  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
  • დაბალი რგოლის მენეჯერები
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები

 

ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00 – 21:00).

კურსის ხანგრძლივობა:  20  საათი.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა

 

კურსის სტანდარტული ღირებულება:  450  ლარი (დღგ-ს ჩათვლით).  

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „google meeting”-ის მეშვეობით.

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://bit.ly/3ijDYGn

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98; +(995) 597 82 20 14
E-mail: info@1soft.ge

Web - www.onesoft.ge

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე