ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
საინჟინრო სისტემების პროექტირება.
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობა;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
  • ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებების შესრულება;

პროფესიული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.