შპს ტუმბო აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე, კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერის და გათბობის სისტემებით , როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ,ა.ბელიაშვილის #23
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00; შაბ- 09:00-15:00;
ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა სამი თვე
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ კორპორატიულ კლიენტებეთან ურთიერთობა
- სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
- კომპანიისათვის ახალი ქსელური კლიენტების მოძიება
- არსებულ/ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება
- კორპორატიული კლიენტების მონიტორინგი
- სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი
- ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
- თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია, არასავალდებული ,სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალური , კომუნიკაბელური , თავაზიანი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორინეტირებულობა;
კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ , თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:info@tumbo.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!