სამედიცინო წარმომადგენელი

თელავი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული მართვის მოწმობა: B1
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე კახეთში.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
  • მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
  • გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Excel);

სასურველია:
  • B1 კატეგორიის მართვის მოწმობა
  • პიროვნული თვისებები: 
  • პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი - კახეთი) 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.11.2024.