სამედიცინო წარმომადგენელი

ქუთაისი სრული განაკვეთი 4Hospitals
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი

„4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; 


"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წამომადგენელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

განაკვეთი: სრული


სამუშაოს აღწერილობა:

  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა. 
  • კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; 
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;


ძირითადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • ლაბორატორიული სახარჯი მასალის ან აპარატურის გაყიდვების მიმართულების მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად


ჩვენ გთავაზობთ:

 ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;  


თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე   მისამართზე: vacancy@4hs.geგთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!