სამშენებლო პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დეველოპერული კომპანია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია აცხადებს სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით. 
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00;
ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი;
  • პროექტის ბიუჯეტის მართვა;
  • ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი;
  • დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
  • სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა;
  • საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
  • პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები:
  • უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; 
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad)
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
  • პროექტის მართვის ცოდნა და უნარი
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitmentac29@gmail.com და  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.