კომპანია „არქთრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულება;
- პროექტში ჩართულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მშენებლობის პროგრესის შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯემენტთან;
- პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- პროექტის შესრულება დაწესებული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად;
- შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა
- გეგმების, ნახაზების, მოცულობების და BOQ მონიტორინგი;
- პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
- პროექტის ვადების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით
- სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციოდ;
- MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- MS Project-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დროის რაციონალურად მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა
სამუშაოს ადგილი: პერიოდული მივლინებები აბასთუმანში პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი.