რესტორანი “გასტროლოფტი” სტუმრებს 2023 წლიდან მასპინძლობს. რესტორნის მიმართულებებია პაბი ქართულ-ევროპული სამზარეულოთ და ადგილზე არსებული ლუდ-სახარშით და კლასიკური ტიპის რესტორნით (შენობის მეორე სართულზე) “გასტროჰოლი”.
ჩვენს გუნდში ვეძებთ სერვის მენეჯერს
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, გლდანი, მარატ ნოზაძის 23
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება
- ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის მართვა, სამუშაო დროის აღრიცხვა სპეციალურ ტაბელში
- პირდაპირ და არაპირდაპირ დქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგების შესახებ ფილიალი მენეჯერის ინფორმირება
- სამზარეულოს პერსონალთან კომუნიკაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
- საუკეთესო სერვისის შეთავაზების მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით
- მომსახურების სტანდარტების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
- ჯავშნების მიღებისა და დაგეგმვის კოორდინირება, უხარვეზოდ შესრულების მონიტორინგი
- მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
- HACCP-ის სისტემისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების მონიტორინგი
- ობიექტის პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურის , მოწყობილობებისა და დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
აუცილებელი მოთხოვნები:
- სარესტორნო სფეროში მუშაობის მინ. 6 წლიანი გამოცდილება
- სერვის-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
- მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- MS Office პროგრამებში მუშაობის უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gastroloft.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 08 03 02