გაყიდვების მენეჯერი

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი კოპალა წყნეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოპალა , რომელიც მდებარეობს წყნეთში, გთავაზობთ  სხვადასხვა კატეგორიის ოთახებს, რესტორნებს, ბარს და სათათბირო ოთახებს აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სრული განაკვეთი
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტებისა და ტურისტული სააგენტოებისათვის ჯგუფური შეთავაზებების მომზადება
  • ახალი ბიზნეს პარტნიორების/მომხმარებლების მოძიების პროცესში ჩართვა
  • კორპორატიული დაკვეთების მოძიება და მოზიდვა
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია
  • კომპანიის მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
  • საქმიანი ურთიერთობების ეფექტური მართვა, როგორც არსებულ, ასევე ახალ ბიზნეს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან

გაყიდვების ოპტიმიზაცია
  • გაყიდვების დეპარტამენტის გუნდის მხარდაჭერა
  • გაყიდვების ახალი გეგმებისა და სტრატეგიების შესრულება დადგენილი სტანდარტისა და ვადების შესაბამისად
  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება

დამატებითი მოთხოვნები:
  • კრეატიულობა და თავისუფალი აზროვნების უნარი
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა/ რუსული ენის ცოდნა -სასურველია
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Programs) კარგად ცოდნა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით ფასდაკლებით სარგებლობას)
  • კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:tskneti@kopala.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.