საწყობის ოპერატორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. 

კომპანია AMTS აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შექმნილი შეკვეთების დოკუმენტაციის კონტროლი;
  • გასამზადებელი შეკვეთების ამობეჭდვა და საწყობის სპეციალისტებისთვის გადაცემა;
  • სასაქონლო ზედნადებების გააქტიურება შესაბამისი ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
  • საგადასახადო პორტალ RS.GE-ს ზედნადებების მოდულში მუშაობა;
  • გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა (DHL, TNT და სხვა) - მათი გამოძახება, ტრანსპორტირებაზე შეთანხმება  და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/გააქტიურება;
  • პროდუქციის მახასიათებლებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე რეაგირება (ინფორმაციის მიწოდება, ვადების, ნაშთების ან ტექნიკური პარამეტრების გადამოწმება, ვიზუალური მასალების გადაგზავნა და სხვა);
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი (მინიმალური საწყისო ხელფასი 800 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.