კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია AMTS აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შექმნილი შეკვეთების დოკუმენტაციის კონტროლი;
- გასამზადებელი შეკვეთების ამობეჭდვა და საწყობის სპეციალისტებისთვის გადაცემა;
- სასაქონლო ზედნადებების გააქტიურება შესაბამისი ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
- საგადასახადო პორტალ RS.GE-ს ზედნადებების მოდულში მუშაობა;
- გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა (DHL, TNT და სხვა) - მათი გამოძახება, ტრანსპორტირებაზე შეთანხმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/გააქტიურება;
- პროდუქციის მახასიათებლებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე რეაგირება (ინფორმაციის მიწოდება, ვადების, ნაშთების ან ტექნიკური პარამეტრების გადამოწმება, ვიზუალური მასალების გადაგზავნა და სხვა);
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი (მინიმალური საწყისო ხელფასი 800 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.