მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Kursi.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - Kursi.ge აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე (საღამოს ცვლა - დისტანციურად).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში შემოსულ მესიჯებზე პასუხი და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • საჭიროებისამებრ, კომპანიის პროდუქტებით სარგებლობის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერა;
  • პრობლემური სიტუაციების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;
  • ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • მოტივირებული;
  • პოზიტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები (დისტანციურად): ორშაბათი-პარასკევი 18:00-23:00; კვირა - 09:00-23:00;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი".