მიმღები ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი გუდვილი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა; 
  • მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება,უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; 
  • მიღებული პროდუქციის დასაწყობება, პროდუქციისთვის განსაღვრულ წერტილამდე მიტანა და მისი FIFO-ს პრინციპის დაცვით განთავსება; 
  • დოკუმენტაციის წარმოება; 
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; 
  • ყოველდღიურად მიღებულის ნედლეულის საჭირო კოდებზე გარდაქმნა; 
  • სამზარეულოს მიერ გაკეთებული შეკვეთების პროგრამულად წარმოება; 
  • გაკეთებული შეკეთების ობიექტებზე გასაგზავნათ საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; 
  • ჩამოწერების პროგრამულად უზრუნველყოფა; 
  • უწყვეტი კომუნიკაცია მთავარ მზარეულთან და ნაშთების ყოველდღიური კონტროლი; 
  • ნედლეულის რეალური გახარჯვის პროგრამულ ხარჯვასთან შედარება და უზუსტობის შემთხვევაში მთავარი მზარეულის და მისი ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • იმუშაოს გუდვილის სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად; 
  • მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  • პროცესების სწრაფად და სწორად უზრუნველყოფის მიზნით გუნდათ ერთობლივი მუშაობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშობის  გამოცდილება; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

სამუშაო პირობები: 

  • გრაფიკი: თვეში 15 ცვლა დღეგამოშვებით
  • ლოკაცია: საბურთალო, დოლიძის ქ. N 46 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას 
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • Fitpass 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712. 
გისურვებთ წარმატებას! 
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.