ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბიზნეს (ქსელის) განვითარების მიმართულებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
სამუშაო ლოკაცია: ისანი, ნავთლუღის ქუჩა #39/41
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • იჯარისა ხელშეკრულების მომზადება, პროცესის მართვა იურიდიულ სამსახურთან და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით.
  • რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება სარეგისტრაციო წარმოების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
  • ფართთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ან/და სხვა ცვლილებების მომზადების მიზნით მეიჯარეებთან კომუნიკაცია.
  • მიღება-ჩაბარების აქტების და კომუნალურ შეთანხმებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
  • გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრში მონიტორინგი.
  • ქვეიჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებების ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
  • აუცილებელია MS Office ცოდნა
  • აუცილებელია ხელშეკრულებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება „ადმინისტრატორი ბიზნეს განვითარების მიმართულებით“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07 იანვარი, 2025 წელი
გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.