ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
ცხადდება ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1200 ლარი გადასახადების გარეშე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით FINA-ში ყველა სააღრიცხვო ოპერაციების ყოველდღიურად განხორციელება;
  • პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების მიღება/დამოწმება/დაარქივება;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების, შესყიდვების, იმპორტის საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯმენტისგან მიღებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის სფეროში;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის FINA კარგად ცოდნა;
  • RS-ზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები:
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობა;
  • კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nnnonnna717@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.