რეგისტრატორი/მიმღების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო ასტორია თბილისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმროების ქსელი "ასტორია" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის/მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:
  • სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
  • სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
  • სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
  • დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
  • როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პირობები:
  • გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვება

გრაფიკი: დღისა და ღამის 12 საათიანი ცვლები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტო სურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით მისამართზე reservations@astoriatbilisi.ge