სასტუმროების ქსელი "ასტორია" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის/მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
- სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
- დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
- როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
- სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პირობები:
- გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვება
გრაფიკი: დღისა და ღამის 12 საათიანი ცვლები