DevOps სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას DevOps  სპეციალისტის  თანამდებობაზე.    ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი -   DevOps -ის განყოფილება.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:
  • ბანკში არსებული აპლიკაციების და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • აპლიკაციების მიმართებაში დაფიქსირებული სერვისული მოთხოვნების თუ ინციდენტების აღმოფხვრა დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად; 
  • IT და ბიზნეს აპლიკაციების მაქსიმალური  ხელმისაწვდომობა და მის გამართული ოპერირება;
  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების ან სერვისული მოთხოვნების ანალიზი,  აღმოფხვრა  და ავტომატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
  • უმაღლესი განათლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი მსგავს პოზიციაზე;
  • (Microsoft,Linux ) ვებ სერვისებთან (IIS,Nginx) მუშაობის  გამოცდილება;
  • (ITIL v3/v4 ) ცოდნა;
  • სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Grafana, Zabbix, Prometeus, Dynatrace);
  • Linux (Ubunty, CentOs,Red Hat.) გამოცდილება;
  • Active Directory Domain,Application Servers,Windows,Linux;
  • ინგლისურის ენის ცოდნა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველი:     
  • Helm Chart Argocd მუშაობის-გამოცდილება;
  • კონტეინერულ ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება (Docker,Kubernetes);
  • პროგრამული და სკრიპტინგის ენის ცოდნა (Python,Bash,Powershell);
  • მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა (Ms SQL)

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან    ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HumanResources@cartubank.ge 2024  წლის 17 ნოემბერის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.