შპს "ჯეოექსპერტი" აცხადებს მიღებას მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება.
- არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
მოვალეობები:
- მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა.
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება
- ყოველდღიური ჟურნალის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
- ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იქნება სამშენებლო პროექტების ადგილზე ზედამხედველობა, რაც გულისხმობს საკმაოდ ხშირ მივლინებებს მთელი კვირის განმავლობაში. დასაშვებია ასევე, რომ დასაქმებული ცხოვრობდეს რეგიონში და ზედამხედველობას უწევდეს მის რეგიონში არსებულ სამშენებლო ობიექტებს.