სამშენებლო ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი ჯინო ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
„ჯინო ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ზედამხედველის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო პიროვნული უნარები:
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!