სს კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის ვაკანსიაზე.
მისამართი: თბილისი. თემქა. მუხიანის, 2ა
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული პაციენტების მომსახურება დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით;
- შემოსული პაციენტების იდენტიფიცირება და პროგრამული ასახვა;
- პაციენტის სრული ინფორმირებულობა სერვისების შესახებ;
- დაფინანსების წყაროს მოძიება;
- შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს;
- ჯანდაცვის სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში შეტყობინების დატოვება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღარლი გრძნობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@jerarsi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ " რეგისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას!