რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამედიცინო: რეგისტრატურა
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ნავთლუღის ქ. N11/13

შპს „ავერსის კლინიკა’’ აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ისნის ფილიალში.

ძირითადი  მოვალეობები:
  • პაციენტების  ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში  დარეგისტრირება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან ჯანდაცვის ფაკულტეტი);
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: რეგისტრატორი  იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.aversiclinic.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  

გისურვებთ წარმატებას!