გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი შამანი
მივლინება: არა ხელფასი: 963 +ბონუსი
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების ანალიტიკოსი, გაყიდვების კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიანიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შენთვისაა!

ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება SHAMANI-ს მეგობრული ოჯახის ნაწილი!

რა გევალება:
  • მომხმარებლების დისტანციური კონსულტაციის გაწევა, ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში შეკვეთის გაფორმება;
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
  • მუშაობა CRM სისტემაში;
  • აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:
  • ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი.
  • ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე
  • პასუხისმგებლობა და ჩართულობა.
  • ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 963₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
გაყიდვების მენეჯერის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 963 ლარი + გაყიდულის პროცენტი + დამატებითი ბონუსები.

არ დაფიქრდეთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@shamani.pro და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 596669933 გისურვებთ წარმატებას!