გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY შამანი
თარიღები: 25 ოქტ - 15 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 963 +ბონუსი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების ანალიტიკოსი გაყიდვების კონსულტანტი გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@shamani.pro
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 596669933
თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიანიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შენთვისაა!

ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება SHAMANI-ს მეგობრული ოჯახის ნაწილი!

რა გევალება:
  • მომხმარებლების დისტანციური კონსულტაციის გაწევა, ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში შეკვეთის გაფორმება;
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
  • მუშაობა CRM სისტემაში;
  • აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:
  • ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი.
  • ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე
  • პასუხისმგებლობა და ჩართულობა.
  • ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 963₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
გაყიდვების მენეჯერის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 963 ლარი + გაყიდულის პროცენტი + დამატებითი ბონუსები.

არ დაფიქრდეთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@shamani.pro და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 596669933 გისურვებთ წარმატებას!