შესყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების  მენეჯერის  პოზიციაზე.

მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი  
სამუშაო დრო: 5/2
უცხო ენა: ინგლისური ან რუსული

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალების, აღჭურვილობისა და მომსახურებების შესყიდვა;
  • შესყიდვის პროცესის დაგეგმვა და მართვა, ბაზრის კვლევა და მომწოდებლების შეფასება;
  • მიმწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, მათთან საუკეთესო პირობების შეთანხმება (ფასი, მიწოდების დრო, გადახდის პირობები);
  • შესყიდვების ბიუჯეტის შედგენა და ხარჯების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან კონტრაქტების გაფორმება, დოკუმენტაციის მართვა და ვადების დაცვა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის შემუშავება და არქივირება;
  • მასალების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა;
  • შესყიდვების გრაფიკის შემუშავება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • გუნდის წევრებთან და პროექტის მენეჯმენტთან თანამშრომლობა, საჭიროებების გააზრება და მყისიერი მოქმედება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, ლოჯისტიკა ან სამშენებლო სფერო);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო სფეროში;
  • მოლაპარაკებებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის ძლიერი უნარები;
  • ბაზრის კვლევის და მომწოდებლების შეფასების უნარი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ბიუჯეტების მართვისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
  • MS Office-ის სისტემების ცოდნა (MC ან სხვა შესაბამისი პროგრამები);
  • დეტალებზე ორიენტირება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@eve-capital.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com
გისურვებთ წარმატებას!