შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯაოკენი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500 +ბონუსი
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად:  მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში. 
 
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. 
პოზიცია: შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერი 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი  
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი+ ბონუსები (ულიმიტო შესაძლებლობებით) გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. 
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2000₾ 
 
ფუნქცია მოვალეობები:  
  • მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა და პროდუქტის შეკვეთა 
  • დაქვებდებარებული პირების ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა / შეფასება 
  • სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა 
  • შესაბამისი სტანდარტების მიხედვით შოურუმის მერჩენდაიზინგის მოწყობის უზრუნველყოფა 
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნების ანალიზი და მათზე რეაგირება 
  • ფასწარმოქმნა და ბაზარზე ფასების კონტროლი 
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა 
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალებში მივლინებები თვეში ერთხელ.  
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალების გამართული და ეფექტური სამუშაო პროცესის კონტროლი/უზრუნველყოფა. 
  • მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა 
  • უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; 
  • კატეგრორიის გეგმებისა და ამოცანების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა 
  • ინგლისური ან რუსული ენის ფლობა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი 
  • მართვის უნარი 
  • დელეგირების უნარი 
  • პასუხისმგებლიანი 
  • კომუნიკაბელური 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • სადაზღვევო პოლისს. 
  • კორპორაციულ ფასდაკლებას.  
  • პროფესიულ განვითარებას. 
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.   
  • ინდივიდულაური გასაუბრება 
  • ტესტი  

​​გთხოვთ​, ​დაინტერესებულმა​ ​კანდიდატებმა​ ​გამოაგზავნოთ​ ​თქვენი​ ​რეზიუმე​ ​შემდეგ​ ​ელექტრონულ​ ​მისამართზე​: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია ”შპალერი და ლაქ-საღებავების კატეგორიის მენეჯერი“ 
განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა:  10.11.2024 წ. 
 
​​გისურვებთ​ ​წარმატებას​