სექციის მენეჯერი

გორი სრული განაკვეთი ნოვა
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის  პოზიციაზე ქ. გორში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

 

სამუშაოს აღწერა:

  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან);
  • ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
  • სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
  • ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
  • საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
  • ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი;
  • გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის აქციებში ჩართულობა;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

 

ანაზღაურება - შეთანხმებით;

სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა-2024 წლის 20 ოქტომბერი


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge  და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ  „სექციის მენეჯერი გორში“  

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.