მართვის სისტემების ოპერატორი

რუსთავი სრული განაკვეთი AUTOPAPA
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი), მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მართვის სისტემების ოპერატორის პოზიციაზე.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 800-1000 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომელთა ტექნიკურ პრობლემებსა და მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • კამერების ინსტალაცია, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • ტერმინალების, სალარო და ფისკალური აპარატების ტექნიკური მომსახურება;
  • ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემების, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირებისა და მომსახურების ცოდნა;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მართვის სისტემების ოპერატორი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 692960 ნინო.


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.


მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com



AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.