ბუღალტრის თანაშემწე/დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი სავაჭრო კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
სავაჭრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის თანაშემწის/დამხმარის პოზიციაზე. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონიმიკის მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება,  სასურველია „1С“ 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა; 

ძირითადი მოვალეობები: 
  • პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები)
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე 
  • ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება
  • გაცემული ზედნადების ანალიზი და ხარვეზის გამოსწორება
  • ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა
  • ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში მთავარ ბუღალტერთან ერთად
  • მიღებულ მომსახურებებზე აქტების შექმნა
  • მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მოცემული სხვა ბუღალტრული დავალება

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;  
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი. 

ანაზღაურების ტიპი:  ფიქსირებული 
გამოსაცდელი ვადა: 1-2 თვე ( 1000 - 1100 ლარი )
გამოსაცდელი ვადის შემდე: ( 1300 - 1500 ლარი )
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშ - პარ | 10:00 – 18:00 სთ ) 
მდებარეობა - ქ. თბილისი, წერეთლის 119

 
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. 
გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: jobs.hr.recruiter.resume@gmail.com  და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება -ბუღალტრის თანაშემწე/დამხმარე