სავაჭრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის/დამხმარის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონიმიკის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია „1С“
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები: - პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები)
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე
- ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება
- გაცემული ზედნადების ანალიზი და ხარვეზის გამოსწორება
- ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა
- ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში მთავარ ბუღალტერთან ერთად
- მიღებულ მომსახურებებზე აქტების შექმნა
- მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მოცემული სხვა ბუღალტრული დავალება
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: - კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული გამოსაცდელი ვადა: 1-2 თვე ( 1000 - 1100 ლარი )გამოსაცდელი ვადის შემდე: ( 1300 - 1500 ლარი )სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშ - პარ | 10:00 – 18:00 სთ ) მდებარეობა - ქ. თბილისი, წერეთლის 119 თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.