ჯუნიორ პროექტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მეგაპროჯექტი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
კომპანია «მეგაპროჯექტი» არის გრუნდფოსის ინდუსტრიული და მუნიციპალური სეგმენტის ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიის სამოქმედო სფეროს წარმოადგენს სამრეწველო ობიექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების და კომუნალური წყლის დისტრიბიუტორ კომპანიების GRUNDFOS-ის თანამედროვე ტუმბოებით და საფილტრაციო სისტემებით უზრუნველყოფა.

ვის ვეძებთ?
ჯუნიორ პროექტ მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება კომპანიის საინჟინრო პროექტების (წყლის ფილტრაციის, წყალმომარაგების სისტემები) მართვა, ხოლო სამუშაოს 20%-ს წარმოდგენს შიდა ორგანიზაციული პროექტების მართვა. საწყის ეტაპზე პოზიცია დაექვემდებარება დირექტორს, შემდეგ უფროს პროექტის მენეჯერს.

რა დაგევალებათ?
  • პროექტის ამოცანების დადგენა, ეტაპების განსაზღვრა, პრიორიტეტიზაცია;
  • დავალებების შესრულების მონიტორინგი, შემსრულებლების მუშაობის კოორდინაცია;
  • პროექტების ფარგლებში დოკუმენტაციისა და მასალების მომზადების კოორდინაცია;
  • სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:
  • გაქვთ პროექტების მართვის გამოცდილება ან მონაწილეობა მიგიღიათ პროექტის მართვაში;
  • იცნობთ პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს;
  • ფლობთ პროექტის მართვის ტექნიკებს;
  • საინტერესოა თქვენთვის ჩვენი სფერო;
  • ხართ აქტიური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
  • შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება;
  • ხართ მომთხოვნი და თქვენთვის მნიშვნელოვანია ვადების დაცვა;
  • გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან,  09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)
  • კარგად ფლობთ  MS Office-ს (უპირატესობა მიენიჭება MS Excel, MS Project)
  • სასაუბრო დონეზე ფლობთ ინგლისურ ან რუსულ ენას

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურებას 1800-2300 ლარამდე დიაპაზონში
  • ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას 
  • ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას 
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში) 
  • კორპორატიულ  ნომერს 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული ჩვენი თანამშრომლის უფლება იყოს დაცული.  ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:
შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.) 
უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
პერსონალური მონაცემების დაცვა

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 2
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 16/11/2024
ელ.ფოსტა vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  

შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს '’პრაგმას’’ მიერ კანონმდებლობის შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე