პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის, აბაზანის ინვენტარის, დიზაინერული რადიატორებისა და იატაკის საფარის იმპორტიორი კომპანია „რენოვე“ აცხადებს ვაკანსიას პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროექტების აქტიური მოძიება, კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქციის შეთავაზება და შეთანხმების მიღწევა;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება;
- პროექტის მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში;
- პროექტზე მომუშავე კონტრაქტორების ზედამხედველობა, უზრუნველყოფა, რომ პროექტი წარიმართოს გეგმის მიხედვით.
- ტენდერების მოძიება და მონაწილეობის მიღება;
- დიზაინერების, არქიტექტორების, კონტრაქტორებისა და დეველოპერული კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობა ხანგრძლივად;
- ბაზრის კვლევის ჩატარება და პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება სამშენებლო-სარემონტო სექტორში;
- პროდუქტების მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა;
- პროექტში ცვლილებების შემთხვევაში მარტივად ადაპტირება და ცვლილებების წარმატებით მართვა, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონეზე შენარჩუნება;
- პროდუქტების შეკვეთასა და ფასდადებაში მონაწილეობის მიღება;
- რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
კვალიფიკაცია:
- გამოცდილება მსგავს სფეროში გაყიდვებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
- პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Word, Excel, Power Point-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
- სასურველია ინგლისურისა და/ან რუსული ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები;
- პროაქტიული და შედეგებზე ორიენტირებული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებისა და რამდენიმე პროექტის ერთდროული მართვის უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი;
- მომხმარებლებზე ორიენტირებისა და მათთან ურთიერთობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 47.
სამუშაო დრო: 10:00-19:00, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული პროექტებიდან, საორიენტაციო ჯამური ანაზღაურება 3000-5000 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე info@renove.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.