ბიზნესის განვითარების დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: საცალო ვაჭრობა, კატეგორიის მენეჯერი სხვა: ბიზნეს ადმინისტრირება TOP მენეჯმენტი: ბიზნესის განვითარება/სტრატეგია, კომერციული დირექტორი, გაყიდვების დირექტორი

HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მაღაზიათა ქსელისთვის, რომელიც მოღვაწეობს დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება და მისი იმპლემენტაციის მართვა, კოორდინირება და კონტროლი;
  • პროდუქციის კატეგორიების გაყიდვების ანალიზი და პროექტების ინიცირება
  • გაყიდვების დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
  • ქსელისთვის სტრატეგიული პროექტების მართვა;
  • ქსელის ხარჯების და კაპიტალური ინვესტიციის დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
  • საფასო პოლიტიკის მუდმივად დახვეწაზე ზრუნვა, კონკურენტული საცალო ფასების უზრუნველყოფა;
  • ქსელის მომგებიანობის მართვა და ზრუნვა მის მაქსიმიზაციაზე;
  • ობიექტების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რეგულარულად და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ქსელის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოპერატიული საკითხების გადაწყვეტა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • 2-3 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის, ბიზნეს განვითარების მენეჯერის ან კომერციული მენეჯერის პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას ელ. ფოსტაზე: recruitment3@hh.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!