HH
Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციაზე
თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი ალკოჰოლური
და უალკოჰოლო სასმელების
მაღაზიათა ქსელისთვის, რომელიც
მოღვაწეობს დისტრიბუციისა და
საცალო ვაჭრობის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება და მისი იმპლემენტაციის მართვა, კოორდინირება და კონტროლი;
- პროდუქციის კატეგორიების გაყიდვების ანალიზი და პროექტების ინიცირება
- გაყიდვების დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
- ქსელისთვის სტრატეგიული პროექტების მართვა;
- ქსელის ხარჯების და კაპიტალური ინვესტიციის დაგეგმვა, კონტროლი, რეპორტინგი;
- საფასო პოლიტიკის მუდმივად დახვეწაზე ზრუნვა, კონკურენტული საცალო ფასების უზრუნველყოფა;
- ქსელის მომგებიანობის მართვა და ზრუნვა მის მაქსიმიზაციაზე;
- ობიექტების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი რეგულარულად და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ქსელის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოპერატიული საკითხების გადაწყვეტა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- 2-3 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის, ბიზნეს განვითარების მენეჯერის ან კომერციული მენეჯერის პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას ელ. ფოსტაზე: recruitment3@hh.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
წარმატებას გისურვებთ!