მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 1100
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას სლოტ კლუბის მოლარეს პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი და ბონუსი
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი, ჰოლ მენეჯერი, დარბაზის მენეჯერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფულადი ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  • კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
  • კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე"

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "bet25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.